ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ საწვავის ლიმიტი და სახელფასო განაკვეთები განსაზღვრა

0

sakrebulos xelfasebiiქალაქ ზუგდიდის საკრებულომ დღეს მორიგი, რიგით მეოთხე სხდომა გამართა. საკრებულოს წევრებმა კენჭი უყარეს დებულებებს ქალაქ ზუგდიდის მერიის სხვადასხვა სამსახურების ბეჭდისა და ტიტულიანი ქაღალდების დამტკიცების შესახებ. საკრებულოს სხდომას თავად ამ სამასახურების ხელმძღვანელები და მთავარი სპეციალისტები ესწრებოდნენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი სხდომაზე არ გამოცხადებულა, რის გამოც საკრებულოს წევრმა ანი წითლიძემ უკმაყოფილება გამოთქვა. უკმაყოფილო იყო ამით საკრებულოს თავმჯდომარეც, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ მიუხედავად მათი დღის რეჟიმისა, სავალდებულოც არის სხდომაზე გამოცხადნენ, მაშინ როცა მათი სამსახურების საკითხი განიხილება.

დებულებების დამკიცების შემდეგ კენჭი უყარეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა და საჯარო მოსამსახურეთა საწვავის ხარჯვის ყოველთვიურ ლიმიტს. აღნიშნული ლიმიტის მიხედვით საკრებულოს თავმჯდომარე თვეში 700 ლიტრ საწვავს მოიხმარს, თავმჯდომარის მოადგილე-400 ლიტრს, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში მომუშავე კომისიები 750 ლიტრს, ფრაქციები-600 ლიტრს. საკრებულოს აპარატზე გათვალისწინებულია თვეში 630 ლიტრი საწვავა, ხოლოსაკრებულოს წევრებზე 160 ლიტრი.

რაც შეეხება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრთა და თანამშრომელთა სატელეფონო სასაუბრო ყოველთვიურ ლიმიტს , ასე გამოიყურება.

საკრებულოს თავმჯდომარე სატელეფონო საუბრებში თვის განმავლობაში დახარჯავას 100 ლარს, თავმჯდომარის მოადგილე 80 ლარს. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებზე 150 ლარია გათვლილი, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარეებზე 200 ლარი. ყველაზე ნაკლებს ისაუბრებენ საკრებულოს წევრები. მათი ლიმიტი თვეში 120 ლარით განისაზღვრა. საკრებულოს აპარატი კი სატელეფონო საუბრებისთვის, თვეში 600 ლარს დახარჯავს.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ყველაზე მაღალი ხელფასი საკრებულოს თავმჯდომარეს ექნება, რომელიც 2750 ლარით განისაზღვრება. უფრო ნაკლებ ხელფასს აიღებს თავმჯდომარის მოადგილე. მისი თვიური ხელფასი 2150 ლარი იქნება. რაც შეეხება კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს, ისინი ხელფასს ერთნაირად მიიღებენ. თითოეულ თავმგდომარეზე საკრებულომ 1500 ლარიანი ხელფასი დაამტკიცა.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასები ასე განისაზღვრა.

აპარატის უფროსი – 1490 ლარი

განყოფილების უფროსი – 800 ლარი

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე -800 ლარი

მთავარი სპეციალისტი – 580 ლარი

წამყვანი სპეციალისტი – 550 ლარი

უფროსი სპეციალისტი – 520 ლარი

სპეციალისტი – 500 ლარი

საკრებულოს მიერ გამოტანი დებულებებს, მათ შორის საწვავის ლიმიტებსა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს მხარი დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. საკრებულოს წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, ის ეთანხმება და მხარს უჭერს ამ დებულებებს და ამაში კონტრუქციულია. წითლიძის განმარტებით საკრებულოს თანამშრომლებსა და თანამდებობის პირებს ჭირდებათ საწვავიც, რომ იარონ და საქმე აკეთონ და მაღალი ანაზღაურებაც, რომ ქრთამებზე მადა არ გაეხსნათ.

სხვა ახალი ამბები: