ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრები სოციალურად დაუცველთა პრობლემებს ეცნობიან

0

10568874_329827790526817_2084179574677912831_nზუგდიდში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობის ერთ ოთახში 8 მცირეწლოვანი ბავშვი მარტოხელა დედასთან, ტასო აკობიასთან ერთად უკვე წლებია ცხოვრობს. მათ მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება . ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარებაა, რომელიც 400 ლარს შეადგენს. 
ასევე რთულია ბერანძის ქ.11-ში მდებარე კორპუსში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი გიორგი ბაძაღუას ოჯახის პირობები. აქ კორპუსის სარდაფი წყლითაა სავსე, რაც ბაძაღუების ოჯახს საყოფაცხოვრებო და ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის.

სოციალურად დაუცველი ორივე ოჯახი დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ნატალია შეროზიამ მოინახულა.

,,აქ მართლაც ძალიან რთული სიტუაციაა და სამწუხაროდ არაერთი როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი ოჯახია მსგავს მდგომარეობაში. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ამ ადამიანებს შევუმსუბუქოთ ყოფა და მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგვარდეს მათი პრობლემები”-განაცხადა ნატალია შეროზიამ.

სხვა ახალი ამბები: