ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ პრემიების გაცემის წესი დაამტკიცა (ვიდეო რეპორტაჟი)

0

1399255_380132092163053_5461834907355226147_o-636x395საკრებულოში პრემიის გაცემის წესზე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის წესის დამტკიცება მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. პრემიის გაცემის უკვე დამტკიცებულ დადგენილებას მხარი არ დაუჭირა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ბათლომე შელიამ, ხოლო “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” წარმომადგენელმა-თენგიზ ხარჩილავამ, პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

„ამ ეტაპზე ამის საშუალებას არ გვაძლევს მომავალი წლის ბიუჯეტი, თუმცა მე ვისურვებდი, რომ მომავალში ზუგდიდს ჰქონდეს ისეთი ბიუჯეტი, რომ საჯარო მოხელის პრემია მას ტვირთად არ დააწვება“, – აღნიშნა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ.

პრემიის გაცემის წესის დადგენილების თანახმად, თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირები პრემიას მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის მიიღებენ. პრემია შეიძლება კვარტალში ერთხელ გაიცეს. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ აღნიშნული წესის გათვალისწინებით, პრემია შესაძლებელია წელიწადში სამჯერაც გაიცეს.

სხვა ახალი ამბები: