ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე საახალწლო მილოცვას ავრცელებს

0

10899610_392570494237951_1380679744_nჩვენო ძვირფასო დებო და ძმებო!
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ შობა-ახალ წელს!
გისურვებთ ბედნიერებას,წინსვლას,წარმატებებსა და ულევ სიხარულს!
2014 წელი ჩვენი ქალაქისთვის ისტორიული წელი იყო – ზუგდიდს პირველად მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, რამაც შეგვიქმნა ახალი შესაძლებლობები, რომ ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორების თანამშრომლობით – თითოეული ჩვენგანის თანამონაწილეობით ზუგდიდი უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და ყოველმხრივ განვითარებული ქალაქი გახდეს.

ზუგდიდსა და სრულიად საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს კიდევ ერთხელ ვულოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
დაე, 2015 წელი იყოს ჩვენი ერთობის,გამარჯვებებისა და ბედნიერების მომტანი წელი!

ღმერთა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!

პატივისცემით,
მერაბ ქვარაია – ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

სხვა ახალი ამბები: