ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ სტაჟირების გავლის წესი დაამტკიცა

0

1502230_393655890810673_3265833310240649170_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივ  თვითმმართველ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი დაამტკიცა. დადგენილების თანახმად, სტაჟირებაზე მიიღებიან მაღალი აკადემიური მოსწრების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებმაც სწავლა არაუმეტეს ორი წლის წინ დაამთავრეს.

ამავე დადგენილების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა სტაჟიორებს წელიწადში ორჯერ- მარტში და სექტემბერში  მიიღებს,  სწავლის ხანგრძლოვობა კი 3 თვე იქნება. ამასთან, სტაჟირების მსურველებს კონკურსის გავლაც მოუწევთ. ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც საკრებულოს სხდომაზე განმარტეს, ერთდრულად მხოლოდ  ხუთი სტაჟიორის მიღებას შეძლებს.

აღნიშნულ დადგენილებას მხარი  ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს. ისინი სტაჟიორების კვოტის გაზრდას ითხოვდნენ.  საკრებულოს წევრის ანა წითლიძის თქმით, სტუდენტებს სტაჟირების პრობლემა აწუხებთ და აქედან გამომდინარე ერთდროულად უფრო მეტი სტაჟიორის მიღებაა საჭირო.