ქალაქ ზუგდიდის მერიასა და საკრებულოს აპარატში დასაქმების მსურველთა კონკურსის ბოლო – გასაუბრების ეტაპი დღეს დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მდივნის კახაბერ ფარცვანიას თქმით, მერიასა და საკრებულოს საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპზე, ტესტიტების შედეგად 265 აპლიკანტი გადავიდა.
„კონკურსანტებთან გასაუბრება მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დღეს გასაუბრება 6 სათზე დასრულდება. ხვალ, 9 საათიდან ისევ დაიწყება“, – აცხადებს კომისიის წევრი კახაბერ ფარცვანია.
ქალაქ ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში დასაქმების მსურველთა 1 449 განაცხადი იყო შესული, მეორე ტურზე 374 გადავიდა. აქედან, ტესტირება წარმატებით 265 აპლიკანტმა გაიარა.