ქალაქ ზუგდიდის საჯარო სკოლებში არსებული სპორტული დარბაზები გარემონტდება

0

10633457_859608000727402_7351359409877964740_oსახელმწიფო რწმუნებულის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ლევან შონიასა და ქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი გოგოხიას დავალებით, ქალაქ ზუგდიდის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, აგრეთვე განათლების განყოფილებების წარმომადგენლებმა დღეს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული თორმეტივე საჯარო სკოლის სპორტული დარბაზების აღწერითი სამუშაოები ჩაატარეს.

10838119_859607987394070_4838930322039177706_o905890_859607974060738_4970942808129677298_o10873007_859608084060727_9131444263178851381_oადგილზე მოხდა დარბაზებისა და გასახდელი ოთხების ტექნიკური აღწერა.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის პრიორიტეტების გათვალისწინებით, 2015-2017 წლებისთვის ქალაქ ზუგდიდის საჯარო სკოლებში არსებული სპორტული დარბაზები გარემონტდება.