ქალაქ ზუგდიდში აფხაზეთის დღე აღნიშნეს

0

11271561_1130213117004677_1017832517_oაფხაზეთის დღის აღნიშვნა ზუგდიდში კვირაცხოვლობის ტაძარში, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდით დაიწყო, რის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის თემში, მდინარე ენგურის ცენტრალურ ხიდთან, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ სამშვიდობო ღონისძიებას დაესწრნენ.

11288470_1130212833671372_987528164_oაფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასკვნითი ნაწილი ქალაქ ზუგდიდში შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა. ქლაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალაქის ცენტრალური ბულვარის რადიოთი, დღის განმავლობაში, აფხაზური სიმღერები ჟღერდა.

სხვა ახალი ამბები: