ქალაქ ზუგდიდში ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება

0

10841933_919638404724361_962837238186885814_oქალაქ ზუგდიდში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით ვიცე მერმა, გია გულორდავამ, მერის მოადგილემ, კობა ჯიქიამ, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ეკატერინე თოდუამ და საგანგებოდ ჩამოსულმა საპროექტო ჯგუფმა, წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის საკითხი განიხილა და ადგილზე დაათვალიერა საპროექტო ტერიტორია.

1294252_919638588057676_2493855571722439603_o11075250_919638521391016_1996244889989233098_o11103134_919638418057693_1886574296971806531_oდაგეგმილია აღნიშნული ხიდის მშენებლობა, ასევე კედიას ჩიხიდან საპროექტო ხიდამდე საავტომობილო გზისა და ნაპირსამაგრის მშენებლობა. პროექტის განხორციელებით გადაიჭრება შემდეგი პრობლემები: ახალი ხიდისა და გამჭოლი გზების გახსნით მნიშვნელოვნად განიტვირთება ქალაქის ცენტრი ავტომობილებისაგან; მოსახლეობა უმოკლესი გზით დაუკავშირდება მდინარის მეორე სანაპიროზე განთავსებულ ობიექტებს; კომბინატის დასახლებიდან და დაბალი ზონის სოფლებიდან წამოსული მოსახლეობა უმოკლესი გზით მოხვდება ქალაქის ცენტრში; ნაპირსამაგრი კი არის გარანტი აღნიშნულ უბანში უშიშრად ცხოვრების; არსებული ჩიხი გაიხსნება და ახალი გზა საშუალებას მისცემს ავტოსატრანსპორტო საშუალებას იმოძრაოს მობრუნების გარეშე.
ახალი გახსნილი გზა ქმნის ახალი კომერციული ობიექტების შექმნის შესაძლებლობას.