ქალაქ ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სახალხო ზეიმი დაიწყო

0

11336848_946719458682922_3434863913266461588_oდილიდან გადაიკეტა ქალაქის თავისუფლების მოედნისა და ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სამხედრო ტექნიკა და სააგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეცტექნიკა გამოიფინა. ზუგდიდელები და ქალაქის სტუმრები დილიდანვე გამოვიდნენ დღესასწაულის აღასანიშნავად.პატარების განსაკუთრებულ აღტაცებას სამხედრო ტექნიკა იმსახურებს.

10996019_946719052016296_836166759785945105_o11102911_946719058682962_7198339316097464525_o11312897_946719205349614_8847243233596085543_oქალაქის მერი, ირაკლი გოგოხია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია და სხვა ხელმძღვანელი პირები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთნ ერთად მიიღებს მონაწილეობას დღის მანძილზე დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში. მდინარე ენგურის ხიდთან უკვე გაიმართა სამშვიდობო მსვლელობა.