ქალაქ ზუგდიდში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონი აშენდება

0

10497848_899140500107485_580119053691755349_oსაქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ქალაქ ზუგდიდის ენგურ ქაღლდ კომბინატის ტერიტორიაზე დაგეგმილი საფეხბურთო სტადიონის პროექტის ესკიზური და არქიტექტურული ნაწილის დეტალური განხილვა შედგა.

განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების დეპარტამენტის უფროსი -გიორგი როინიშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსი – ალექსანდრე მენაბდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა, მერიის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები, შ.პ.ს. ,,თბილქალაქპროექტის” არქიტექტორები.

11025019_1073669549325701_1115702002_o11025430_1073669552659034_763591916_oუახლოეს დღეებში ქალაქ ზუგდიდის მერიაში საფეხბურთო სტადიონის პროექტის საბოლოო, ესკიზური და არქიტექტურული ნაწილი იქნება წარმოდგენილი.