ქალაქ ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

0

11078841_1094602160565773_1750247466_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი გოგოხიამ ვიცე-მერთან, გია გულორდავასთან, მერის მოადგილე, კობა ჯიქიასთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ყინულის მოედნის მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულებული სამუშაოები დაათავალიერა.

მოცემული სამუშაოების ფარგლებში მოეწყო გასახდელი ოთახები, სველი წერტილები, ყინულის საწმენდი მანქანის სადგომი. მოხდა მოედნის შემინვა. 11086108_1094602087232447_455298813_o11089126_1094602097232446_1246050352_oდაყენებულ იქნა ყინულის ფენა. ჩატარდა ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიის მოხრეშვა და შემოღობვა. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი გოგოხიას განცხადებით, ამ ეტაპზე მშენებლობის მეორე ეტაპის პროექტირება მიმდინარეობს.