ქალაქ ზუგდიდში შავიზღვისპირეთის ძიუდოისტებს შორის ,,კოლხეთის თასის” მფლობელები გამოვლინდა

0

11139477_1102711776421478_423529951_nქალაქ ზუგდიდში ძიუდოში საერთაშორისო ტურნირი გაიმართ. ტურნირში, რომელშიც ოთხასი ძიუდოისტი მონაწილეობდა, გუნდურ პირველობაში გამარჯვებული ქუთაისის ძიუდოისტთა გუნდი გახდა.მეორე ადგილზე ლენტეხის გუნდი, ხოლო მესამეზე ზუგდიდის ძიუდოისტთა გუნდები გავიდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატში, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა,უძლიერეს ძიუდოისტთა 30-მდე გუნდი მონაწილეობდა.