ქალაქ კრასნოარმეისკის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ზუგდიდში იმყოფება

0

1005575_329383133861547_1582682046_nუკრაინის ქალაქ „კრასნოარმეისკის“ დელეგაცია დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა. ქალაქის მერმა, არქიტექტორმა, საფინანსო განყოფილებისა და ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერესგამგეობის შენობა და გაეცვნენ სამსახურის სტრუქტურეს.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში არქიტექტურის სამსახურმა სტუმრებს ქალაქის რეკონსრუქციული არქიტექტურული სურათები წარუდგინეს. სტუმრებმა დღეს სამხატვრო გალერეაში მუსიკალური სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული კლასიკური მუსიკის კონცერტი მოისმინეს და ზუგდიდელი მხატვრების ნახატები დაათვალიერეს. ვიზიტის ფარგლებში დამეგობრებული ქალაქის წარმომადგენლობა სტუმრობდა შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტს და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ანსამბლამა „ზუგდიდმა“ კი სტუმრების პატივსაცემად ღია ცის ქვეშ კონცერტი გამართა, სადაც უკრაინული, ქართული და უცხოური სიმღერები შეასრულეს.

სხვა ახალი ამბები: