ქალაქ ფოთს დატბორვა ემუქრება

0

fotiქალაქ ფოთში, მდინარე რიონზე მდებარე ჰიდროკვანძი, რომელიც დასახლებას წყალდიდოებებისგან იცავდა, და ამვდროულად ხიდის ფუნქციასაც ასრულებს, მწყობრიდან არის გამოსული. აღნიშნული ნაგებობა ფოთში დაახლოებით 50 წლის წინათ არის აშენებული.

სპეციალისტებმა შექმნილი მდგომარეობა შეისწავლეს და საგანგაშო დასკვნაც დადეს. თუ აღნიშნული ნაგებობა დროულად არ იქნა გამაგრებული, მაშინ მდინარე რიონი ქალაქს ფოთს დატბორავს. ფოთის დიდი ნაწილი, მათ შორის პორტიც, ზღვის ფსკერზე მოექცევა.

”ქალაქს მოუწევს დეფორმაცია. ის ინფრასტრუქტურა რაც ამ დროისთვის განვითარებულია, წაიღებს ზღვა. ჰიდროკვანძი დიდი მნიშვნელობის მატარებელია ქალაქ ფოთისთვის. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მინდა გითხრათ, რადგანაც სწორედ მასზეა დამოკიდებული ქალაქის ტერიტორიის შენარჩუნება”-აცხადებს ჰიდრომელიორატორი ტარიელ ბებია.

ქალაქ ფოთის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ხიდისა და ჰიდროკვანძის სარემონტო სამუშაოებითვის სულ მცირე 18 მილიონი ლარია საჭირო, რომელიც ამ მომენტისთვის მათ არ გააჩნიათ. ქალაქის თვითმმართველობამ სახსრების მოძიებაზე უკვე დაიწყო მუშაობა.

”წარმოიდგინეთ, რომ ზღვა ქალაქ ფოთს წალეკავს და მინიმუმ ორ წელიწადში შეიძლება ნახევარი ქალაქიც კი არ დარჩეს. ქალაქი რომ აღარ იარსებებს, თავისთავად პორტიც დაკარგავს თავის ფუნქციას და ეს იქნება კატასტროფა”-აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა დოლბაია.

ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემის მოსაგვარებლად კერძო ინვესტორებს ეძებს. საკრებულოში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ამ მიმართულებით შვეიცარიულ ორგანიზაციებთან მიმდინარეობს. სწორედ ამ ქვეყნიდან 150.000 დოლარიანი პროექტის დამტკიცებას ელოდებიან, თუმცა პარალელურად უფრო დიდი ინვესტორების მოზიდვაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ადგილობრივი ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ ჰიდროკვანძის შესაკეთებლად 18 მილიონ დოლარს მოიძიებს და ფოთს დატბორვისგან გადაარჩენს.

სხვა ახალი ამბები: