ქალაქ ფოთს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

0

10858076_926307917382189_7438264304853182322_nდღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ და ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ ქალაქში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტერიტორიაზე წყლის რეზერვუარების მშენებლობა დაათვალიერეს. მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ და სამუშაოები დადებითად შეაფასეს.

პროექტი ევრაზიის განვითარების ფონდის თანადაფინასებით ხორციელდება და პროექტის ფარგლებში წყალკანალის ტერიტორიაზე 4 ახალი რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს. ორი რეზერვუარის და სატუმბი სადგურის მშენებლობა 2015 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ აღნიშნული პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

სხვა ახალი ამბები: