ქალაქ ფოთში პოლიციელები რეიდებს ატარებენ (ვიდეო უკომენტაროდ)

0

reidi-fotshiქალაქ ფოთში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისა და ფოთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები უკვე მეორე დღეა რეიდებს ატარებენ. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მანქანები ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან. შემოწმებას ნიღბიანი, ჯავშანჟილეტებითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირებიც აწარმოებენ. ისინი ავტომანქანების მძღოლებს აჩერებენ მათი ვინაობით ინტერესდებიან, დოკუმენტაციას თხოვენ და საბარგულებს ამოწმებენ. მსგავსი რეიდები ქალაქ ფოთში ორი თვის წინაც გახორციელდა. ფოთში მიმდინარე რეიდებთან დაკავშირებით კომენტარები არ გაკეთებულა.

სხვა ახალი ამბები: