“ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის”- შეხვედრა ზუგდიდში

0

10593035_528987970567728_5097861122940697889_nამ წუთებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს საკონსულტაციო შეხვედრა, ქალთა საინფორმაციო ცენტრი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად პროექტი „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში „ერთი ფანჯრის“ პრინციპით. 

შეხვედრის მიზანია ზუგდიდის რაიონში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების განხილვა და მათი ადგილზე გადაწყვეტა. წარმოდგენილი და განხილული იქნება 11 შემთხვევა, რომელსაც თავად ბენეფიციარები წარმოადგენენ. 

შეხვედრას ესწრებიან გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ქალთა საინფორმაციო ცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის მთავრობისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

სხვა ახალი ამბები: