ქალთა ორგანიზაციის წევრებმა ზუგდიდის გამგეობაში საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს

0

zugdidiქალთა საინფორმაციო ცენტრის გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკონსულტაციო სახის შეხვედრა გაიმართა.შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლები, სოციალური და ჯანდაცვის, ეკონომიკის, არქიტექტურის,განათლებისა და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები,მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები,სოციალური სააგენტოს ზუგდიდის წარმომადგენლობა,დევნილთა და განსახლების კომიტეტის ხელმძღვანელი.სოფლების რწმუნებულები და ბენეფიციარები ესწრებოდნენ,რომელთა სოციალური მდგომარეობა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ იქნა შესწავლილი.
შეხვედრის მიზანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირების პრობლემების განხილვა და მათი მოგვარების შესაძლებლობების განხილვა იყო.

სხვა ახალი ამბები: