ქალი პოლიტიკოსები სტუდენტებს შეხვდნენ

0

11068280_959226660755726_904324784_oგენდერის ზუგდიდის მედიაცენტრის ორგანიზებით დღეს შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოეწყო ქალი პოლიტიკოსების შეხვედრა სტუდენტებთან. სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალმა დეპუტატებმა იურზა კაკავამ და ედიტა კოდუამ, ასევე ზუგდიდის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა ზამირა ღადუამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში მაია ღურწკაიამ და სოფელ რუხში გამგებლის წარმომადგენელმა ლიკა ქვარცხავამ.

შეხვედრის მიზანი იყო პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის როლის და მნიშვნელობის წარმოჩენა, სტუდენტების მოტივირება ჩაერთონ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარებასა და  მონიტორინგში. ასევე ახალგაზრდა თაობის გენდერის საკითხებზე ინფორმირება, რათა განათლების ამაღლების გზით, ხელი შეეწყოს გენდერული თანასწორობის და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის ზრდას.

11068354_959226674089058_1376079147_o11068280_959226660755726_904324784_oშეხვედრის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ უშუალოდ ადგილობრივი პოლიტიკოსი ქალებისგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „ერთად გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით. შეხვედრის ორგანიზატორი ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრი იყო.

სხვა ახალი ამბები: