ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობით ესპანეთში მიმდინარე საერთაშორისო სემინარი დასრულდა

0

10717899_882117791806014_1571151751_nესპანეთში, ევროკავშირის პროგრამის ERASMUS + ფარგლებში მიმდინარე სემინარი თემაზე ,, ´Higher Opportunities for Migrants in Europe´´ დასრულდა. პროექტში 7 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დრონის´´ საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის მენეჯერი ლელა კიკალეიშვილი და პროექტების კოორდინატორი დავით კაკავა იყვნენ მიწვეულნი.

სემინარი სტასბურგის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ´´ Youth Express Network´´-ის მიერ იყო ორგანიზებული და ევროკავშირის პროგრამის ERASMUS + მხარდაჭერით მოლინაში ´´University on Youth and Development ´- ში ჩატარდა, რომლის პარტნიორებიც არიან ესპანეთის მთავრობა, ევროპის ახალგაზრდული ფორუმი, ესპანეთის ახალგაზრდული საბჭო და საერთაშორისო ორგანიზაციები.1938983_882116938472766_249881881_o10718986_882118505139276_1234748926_n ქართველმა მონაწილეებმა უცხოელ ახალგაზრდებს გააცნეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში 1 სექტემბრიდან ამოქმედებულ ცვლილებები და სტრატეგია, რომელიც ევროპულ სტანდარტებს ესადაგება და ახალი კანონის სავიზო პოლიტიკის მიზანია საქართველოში უცხოელ მოქალაქეთა ლეგალური შემოსვლა და ყოფნა უზრუნველყოს. ასევე 20012- 2003 წლებში საქართველოში ემიგრაციის და იმიგრაციის სტატისკტიკა და ამ მხრივ არსებულ მდგომარეობა.

ყველა მონაწილემ წარმოადგინა მიგრაციული პროცესების მიმდინარეობა და სტატისტიკა საკუთარ ქვეყანაში, გაცვალეს ინფორმაციები და გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი ხედვები. არასამთავრობო ორგანიზაცია,, დრონის´´ წარმომადგენლების მიერ გაკეთდა პრეზენტაცია ორგანიზაციის მიერ დევნილი ახალგაზრდებისა და მოსწავლეებისთვის განხორციელებული არაერთი საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების შესახებ, რომელიც დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ხორციელდება, ასევე ისაუბრეს ორგანიზაციის ნოვატორული, მასშტაბური პროექტის შესახებ საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც ქართველი სტუდენტები და ახალგაზრდები არიან ჩართულნი.

პროექტის ფარგლებში სემინარი დატვირთული იყო სხვადასხვა სახის ვორქშოფებით, თეორიული და პრაქტიკული სამუშაოებით, ასევე პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან შეხვედრებით, რომელსაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფდა. მიგრაციის საკითხებზე მიმდინარე სემინარის გარდა, უნივერსიტეტი პარალელურად 9 საერთაშორისო პროექტს მასპინძლობდა, სადაც 70 მდე ეროვნების, 24 ქვეყნის, 300 მდე მონაწილე იყო ჩართული. სემინარების, ტრენინგებისა და კონფერენციებისათვის სამუშაო დრო ყველა მონაწილეთათვის ერთდროულად იყო გამოყოფილი და დღის განმავლობაში 7 საათი ეთმობოდა. ევროპიდან მოწვეული ტრენერები და ექსპერტები მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებას, ცოდნასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს უზიარებდნენ. ყოველდღიური, ინტენსიური სამუშაო კურსის დასრულების შემდგომ, დაგეგმილი იყო ინტელექტუალური ვორქშოფები, დებატები, საღამოები და ინტერ-კულტურული ივენთები, სადაც პროექტის მონაწილე 24 ქვეყანა თავის ტრადიცულ კერძების პრეზენტაციას და კულტურას წარმოადგენდა.

ათივე ჯგუფმა, ერთკვირიანი მუშაობა 28 სექტემბერს, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შეაჯამა, რომელიც კრეატიულად, ვიდეო კლიპის, ფოტო მასალებისა და სხვადასხვა პერფორმანსით იყო წარმოდგენილი. პროექტს ერთი კვირის განმავლობაში უნივერსიტეტის მედია ჯგუფი აქტიურად აშუქებდა, მათ მიერ პროგრამის მიმდინარეობაზე დამზადდა ვიდეო კლიპები და დოკუმენტური ფილმები, რომელიც სამუშაო პროცეს და მონაწილეთა შეფასებებს ასახავს, ასევე გამოიცა სტატიები და მასალები ესპანურ მედია საშუალებებში.

პროექტის ოფიციალური გახსნა 22 სექტემბერს უნივერსიტეტშიი საზეიმოდ მოეწყო , რომელიც უნიევრსიტეტის დამფუძვნებელმა გახსნა , მონაწილეებს სიტყვით ევროპის ახალგაზრდული ფორუმის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშიირისა და ესპანეთის ახალგაზრდული ფორუმის წარმომადგენლებმა მიმართეს. პროგრამის გახსნის ცერემონიალის შემდგომ, უნივერსიტეტის 15 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა და საიუბილეო ტორტი გაიჭრა.

სხვა ახალი ამბები: