ქართველი ახალგაზრდები ესპანეთში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამართულ სემინარში მიღებენ მონაწილეობას

1

10711181_876911462326647_290632484_nარასამთავრობო ორგანიზაცია ,,დრონის“ წევრები ესპანეთში, ევროკავშირის ახალაგზრდული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სემინარზე მიიღებენ მონაწილეობას. შვიდი ახალგაზრდა ერთი კვირიის განმავლობაში. Erasmus+ პროექტში ,,Employ your Ability through Natural therapy and new technologies” იქნება ჩართული, რომელიც 22 დან 29 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის ფონზე ახალგაზრდების უმუშევრობა ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემად ითვლება.

ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს საკიტხი ახალგაზრდების ძალიან დიდ პროცენტულ მაჩვენებელს აწუხებს, სწორედ ამან განაპირობა არნიშნული პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია ახალი ერასმუს პლიუსის წარმმართველი პრინციპებისა და 2020 წლის მზარდი სტრატეგიის დახმარებით ლოკალურა საშუალებებით შეცვალოს ეს გლობალური პრობლემა. პროექტი ორი აქტივობისგან შედგება, სადაც ჩართული იქნება 9 ქვეყნის სამოცდაათი მონაწილე.

შეხვედრა მიზნად ისახავს, მონაწილეებს შორის იდეებისა და გამოცდილების გაცვლას, და საჭირო გზის მონახვას ახალგაზრდული დასაქმების გასაუმჯობესებლად. იმისათვის რომ პროექტი უფრო ეფექტური იყოს, ჯგუფი დაყოფილია ორ ნაწილად, პირველი ჯგუფი შედგება 35 მონაწილისგან (ბულგარეთი, სლოვენია, ჩეხეთი , ესპანეთი და უნგრეთი) ,რომელთა მთავარი მიზანი იქნება ერთმანეთში გამოცდილების გაცვლა და იდეების შეთავაზება ადამიანური რესურსების გაუმჯობესების მხრივ.

მეორე ჯგუფის (35 მონაწილე– საქართველო, ხორვატია, სომხეთი, პოლონეთი და ესპანეთი) მონაწილეები დაესწრებიან სესიას “2I Century Youth Information and Communications Technologies’’. მონაწილეები შეეცდებიან ამ მხრივ მიღებული გამოცდილების და ინფორმაციის გადმოცემას და გაზიარებას.

სხვა ახალი ამბები: