ქართველი ჯარისკაცის დედა მიხეილ სააკაშვილს პროვოკაციისთვის უჩივლებს

1

MISHA“საშინელი დღეა ყველა ქართველისთვის დღეს, მე იმ ჯარისკაცის დედა ვარ, ვისაც სააკაშვილი ეკითხება, თუ რამდენი ადამიანი მოკლა. მინდა სააკაშვილს ვუჩივლო პროვოკაციის მოწყობისათვის, რასაც ბიჭების დაღუპვა  მოყვა. სარჩელს არა მარტო საქართველოს , არამედ საერთაშორისო სასამართლოშიც შევიტან და ყველას ვაცნობებ, თუ როგორი სარდალი და პრეზიდენტი მართავდა საქართველოს”  – ამ სახის წერილი მოძრაობა “თეთრების” ლიდერს, თემურ შაშიაშვილს ქართველი ჯარისკაცის დედამ მისწერა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, ავღანეთში ყოფნისას ეკითხებოდა, თუ რამდენი ადამიანი მოკლა.

თემურ შაშიაშვილის განცხადებით, მისთვის გავრცელებული კადრების ხილვა, როდესაც საქართველოს მთავარსარდალი კამერების წინ ეკითხება ქართველ ჯარისკაცს: “რამდენი კაცი მოკალი”, ამაზრზენი იყო.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ კადრებს, რომელიც youtube-ზე გავრცელდა და პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტს ასახავს.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: