ქართველმა ახალგაზრდებმა ზოოპარკის დასახმარებლად ინტერნეტ კამპანია დაიწყეს

0

1434380320ქართველი და უცხოელი მოხალისეების თანადგმოთ ზოოპარკის მხარდასაჭერად ინტერნეტ კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში , ე.წ. “ქრაუდფანდინგ” (crowdfunding) საიტზე www.indiegogo.com მსოფლიოს მასშტაბით  მსურველებს  ეძლევათ შესაძლებლობა ამა თუ იმ იდეის მხარდასაჭერად სურვილისამებრ გადარიცხოს თანხა და შეიტანონ საკუთარი წვლილი იდეის განვითარებაში.  ქართველმა მოხალისეებმა აღნიშნულ საიტზე ზოოპარკის მხარდასაჭერი ვიდეო გუშინ განათავსეს.

მსურველებს  თანხის გადარიცხვა მითითებულ ლინკზე https://www.indiegogo.com/projects/support-tbilisi-zoo-recovery#/story შეეძლებათ.

აღნიშნულ საიტზე განთავსებული ვიდეო-კლიპის მეშვეობით, ერთ დღეში 4 ათას დოლარზე მეტი შემოწირულობა შემოვიდა. შემოწირული თანხა სრულად მოხმარდება ვოლიერების აღდგენას, ცხოველების პირველად დახმარების აღმოჩენას და ელეპმენტარული პირობების შექმნის ხელშეწყობას.

ახალგაზრდების მიზანია მოხერხდეს  30 ათას დოლარამდე შეგროვება, რათა ამ თანხით მათ  შესძლონ ზოოპარკისთვის პირველადი საჭიროების დახმარების აღმოჩენა.

სხვა ახალი ამბები: