ქართველმა მაშველებმა პოლონელი ალპინისტები გადაარჩინეს

0

alpiiiiქართველმა მაშველებმა მწვერვალ შხარაზე ჩარჩენილი პოლონელი ალპინისტების გადარჩენა მოახერხეს და ამჟამად ისინი უკვე მესტიაში იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის გიორგი ძაგნიძის განცხადებით, სამაშველო ოპერაცია დღეს დილით ჩატარდა, რის შედეგადაც შხარადან, პოლონელების ოთხკაციანი ჯგუფი მესტიაში ჩაიყვანეს.
,,მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მესტიაში დარჩენას და ექსპედიციის გაგრძელებას აპირებენ”-აცხადებს ძაგნიძე.

შეგახსენებთ, რომ პოლონელი ალპინისტები შხარაზე სამი დღის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილები და მათი ჩამოყვანა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა.

სხვა ახალი ამბები: