ქართველმა მომღერალმა რუსული voice-ს ჟიურის წევრები აღაფრთოვანა (VIDEO)

0

75851349785934რუსეთის დედაქალაქში მუსიკალური შოუს Voice-ს ახალი სეზონის შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. 13 სექტემბერს, რიგით მეორე ლაივ შოუზე, ჟიურის წინაშე პირველი ქართველი მომღერალი ნოდარ რევია წარსდგა. მან Prince-ის ცნობილი ჰიტი Kiss  შეასრულა და ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა.

პირველივე ნოტებზე ნოდარს მომღერალი პელაგეა მოუბრუნდა, მას დიმა ბილანი და ლეონიდ აგუტინი მოყვნენ. ბოლოს გრადსკიმაც დააჭირა ღილაკს ხელი. რევიამ ჟიურისგან დადებითი შეფასებები მიიღო. განსაკუთრებულად პელაგეა აქტიურობდა და ყველანაირად ცდილობდა საკუთარ გუნდში აეყვანა ნიჭიერი კონკურსანტი. ქართველმა მომღერალმა მას გული არ დაწყვიტა და სწორედ პელაგეა აირჩია ხელმძღვანელად.

ნოდარ რევია 21 წლისაა, დაიბადა საქართველოში, თუმცა დიდი ხანია ცხოვრობს მოსკოვში. მან 2012 წელს უკრაინულ X Factor-შიც მიიღო მონაწილეობა.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: