ქართული ანიმაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ზუგდიდის გამგებელი დაჯილდოვდა

0

11334173_456917494477827_4217087905735575790_oანიმაციური ფილმების ფესტივალი ტრადიციისამებრ ზუდიდში ტარდება, რომელსაც ანიმაციური ფილმების განვითარების ფონდი ახორციელებს. ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია ისც, რომ ზუგდიდის სამხატვრო სკოლაში გაიხსნა ანიმაციური ფილმების სტუდია, სადაც ნორჩი ანიმატორები ხელოვნებას ეზიარებიან.

ქართული ანიმაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ფონდის პრეზიდენტმა ზურაბ დიასამიძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია დააჯილდოვა. გამგებელმა მადლობა გადაუხადა ფონდის პრეზიდენტს და სამომავლოდ უფრო მეტ მხარდაჭერას დაჰპირდა.