ქართული ანსამბლი საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას

0

1082020_876846368999823_268961827_nიტალიაში საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალზე, რომელიც 20 დან 27 სექტემბრის ჩათვლით ქალაქ რინინში გაიმართება საქართველოს სახელით ანსამბლი ,,საგალობელი“ მიიღებს მონაწილეობას.

ანსამბლის წევრები იტალიაში ხვალ, გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრებიან. ფესტივალის ორგანიზატორია ,,ფიესტალონია მილენიო“ . ,,საგალობელი“, რომელსაც მაია მიქაბერიძე ხელმძღავნელობს საერთაშორისო ფესტივალზე ,,იქ სადაც მზეა” ქართული ხალხური სიმღერებით წარსდგება.

ფესტივალში მონაწილეობენ იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ლიტვის, ყაზახეთის , ბელორუსიის, რუსეთისა და სხვა ქყევნების წარმომადგენელი ფოლკლორული ჯგუფები, საეხლმწიფო ცეკვისა და სიმღერის ანსაბლები. ანსამბლი ,,საგალობელი’’ აღნიშნულ ფესტივალზე მესამედ მონაწილეობს.

სხვა ახალი ამბები: