ქართული დელეგაცია რეგიონალური პოლიტიკის გამოცდილებას იტალიაში გაეცნობა

0

gogaრეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია იტალიაში რეგიონალური პოლიტიკის გასაცნობად და შესასწავლად ხვალ დილით გაემგზავრება. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს ყველა რეგიონის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არიან. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში მოხდება შეხვედრები და გამოცდილების გაზიარებები რომას. ბოლონიის და პერუჯას  თვიტმართველობების წარმომადგენლებთან და ბიზნეს სექტორის განვითარების სააგენტოსთან. ერთკვირიანი სასწავლო-სამუშაო პროექტი მხარდაჭერილია ევროკომისიის მიერ და ემსახურება ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის გამოცდილების გაზიარება. დელეგაციაში სამეგრელოს რეგიონს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა წარმოადგენს.

სხვა ახალი ამბები: