ქართული მხარე აფხაზეთიდან მომავალი გემის ფოთში დაკავებას უარყოფს

0

gemiქართული მხარე აფხაზეთიდან თურქეთის მიმართულებით მოძრავი ხომალდის ,,აიდარის” ფოთში დაკავებას უარყოფს. ქართული მხარის ინფორმაციით, გემმა გზის გაგრძელება შტორმის გამო ვერ შეძლო.

ქართული მხარის თქმით, მას შემდეგ, რაც ფოთის აკვატორიაში შტორმი დასრულდება, ხომალდს გრაფიკის შესაბამისად, გზის გაგრძდელება შეეძლება.

ქართველი სამართალდამცავების განცხადებით, ეკიპაჟის წევრები თავს კარგად გრძნობენ და ფოთში გადაადგილების საშუალება თავისუფლად აქვთ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან თურქეთის მიმართულებით მიმავალი ტვირთით დატვირთული ხომალდის ფოთში დაკავების შესახებ ინფორმაცია 21 მარტს გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს შორის რუსეთის, უკრაინის და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.

აღნიშნულ ფაქტს, აფხაზური მხარეც გამოეხმაურა. ქვეყნის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა საქართველო მეკობრეობაში დაადანაშაულა და ქართულ მხარეს მოუწოდა ეცნობებინათ მათთვის ეკიპაჟის წევრების მდგომარეობა.

სხვა ახალი ამბები: