“ქართული ოცნება” კვლავ მაღალრეიტინგულ ძალად რჩება

0

2393304504_416761271718745_1854479173_nკოალიცია “ ქართული ოცნება” კვლავ რჩება ყველაზე მაღალრეიტინგულ პოლიტიკურ ძალად, _ ამის შესახებ 2014 წლის აპრილის კვლევის შედეგების მედიისთვის გაცნობისას NDI-ის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ განაცხადა.

მისი თქმით, სახელისუფლებო ფიგურებიდან ყველაზე მაღალი მოწონების მაჩვენებელი ირაკლი ალასანიას აქვს.

“მას მოყვებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი რარიბაშვილი, დავით უსუფაშვილი. ოპოზიციური კანდიდატებიდან კი უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს რაც შეეხება, დავით ნარმანია თბილისში პროცენტული მაჩვენებლით ლიდერობს”,-განაცხადა ლუი ნავარომ.

როგორც მან განაცხადა, მაღალია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვის მისცემენ თვითმართველობის არჩევნებში ხმას. სწორედ ამ ადამიანებზეა დამოკიდებული როგორც არჩევნების ბედი, ასევე დაინიშნება თუ არა არჩევნების მეორე ტური თბილისში.

ნავაროს მტკიცებით, “ქართული ოცნება” ერთმნიშვნელოვნად არის წამყვანი ძალა ყველა თვითმმართველ ქალაქში მერის არჩევნებისთვის. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მას თბილისს გარეთ უფრო მაღალი მაჩვენებლი აქვს, ვიდრე თბილისში. ბურჯანაძეს თბილისში უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე დანარჩენ დასახლებებში. ხოლო ლეიბორისტულ პარტია მაღალი რეიტინგით აღმოსავლეთ საქართველოში სარგებლობს. უნდა აღინიშნოს, რომ “ქართული ოცნება” ყველა დასახლებაში საკმაოდ ძლიერი მაჩვენებლით არის წარმოდგენილი”,-დასძინა ლუის ნავარომ.

სხვა ახალი ამბები: