“ქართული ოცნება” მაისის ბოლოს საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს

0
qartuli ocnebaპრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას უკვე ჰყავს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების” სახელით წარსადგენი კანდიდატი, თუმცა აღნიშნული საკითხი პოლიტიკურ გუნდთან უნდა შეათანხმოს.
როგორც პრემიერმა დღეს ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა, მმართველი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობას საზოგადოება მაისის ბოლოს შეიტყობს.
„ჩვენ უკვე თავის აწევა შევძელით და მაისის მოლოს ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას შევძლებთ. მე პირადად ჩემი არჩევანი უკვე მაქვს, მაგრამ ეს ჯერ გუნდთან უნდა შევათანხმოთ და გუნდმა უნდა დაამტკიცოს. ჩვენ გვყავს პიროვნებები, რომლებსაც საზოგადოება მიიღებს და ღირსეულად დაუჭერს მხარს და მისი გამარჯვება ეჭვქვეშ არ იქნება”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: