“ქართული ოცნება” მარტვილში დავით საგანელიძის წინააღმდეგ აქციას გამართავს

0

ocnebaდღეს მარტვილში საპროტესტო აქცია გაიმართება, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის ფიტულს დაწვავენ. “მიუხედავად იმის მცდელობისა, რომ ეს აქცია არ ჩაგვეტარებინა, ჩვენ მაინც ჩავატარებთ დღეს  ამ აქციას”–აცხადებს “ქართული ოცნების” ერთ–ერთი ლიდერი მარტვილში ზურაბ ბიოგვავა.

ზურაბ ბიგვავას განცხადებით მარტვილში აქციის ჩატარების მიზეზი გახდა დავით საგანელიძის მიერ შერჩეული კადრების დანიშნვა სამეგრელოსა და კონკრეტულად მარტვილში. ბიგვავა განმარტავს, რომ საგანელიძიოს კადრები ძირითადად ნაციონალები და ახალი მემარჯვენეები არაინ, რომლებიც წლების განმავლობაში სააკაშვილისა და შევარდნაძის ხელისუფლების სატელიტ პარტიას წარმოადგენდა.

“საქმე იმაშია, რომ საგანელიძემ გადაწყვიტა ის ხალხი ვინც 1 ოქტომბრამდე იბრძოდა ქართული ოცნების მხარეს ჩამოაშოროს და მთლიანად მოიყვანოს თავისი ხალხი: მემარჯვენეები, ნაცები და მალული მაფიოზები. ის უფრო შორსაც წავიდა, მან სამეგრელო ჩააბარა ვალერი კვარაცხელიას, ეს არის შევარდნაძის მეგობარი, რომელიც მემარჯვენეებში იყო, შემდეგ კი ნაცებში ბოლომდე, შარანგიების მეწილე, სააკაშვილის ჯიბე და რომან ფიფიას მზახალი”–აცხადებს ზურაბ ბიგვავა.

დღეს მარტვილში “ქართული ოცნების” ორივე ფრთა საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც ზურაბ ბიგვავა smo.ge-სთან საუბარში აცხადებს შესაძლებელია სწორედ დღეს მოხდეს ორივე ფრთის გაერთიანება ერთი თემის ირგვლივ. “ეს ერთი თემა კი საგანელიძის დანიშნვების წინააღმდეგ ბრძოლაა”–აცხადებს ბიგვავა.

სხვა ახალი ამბები: