“ქართული ოცნება” წალენჯიხაში ხვალ კონფერენციას გამართავს

0

ocnebaaaaaaaaaaaaaaaaaaaaხვალ,5 აპრილს, წალენჯიხის რაიონში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაზე აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს.

გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნულ თანამდებობზე პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს,. ბერდია კალანდიას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი გოგა გულორადავა შეცვლის. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ცნობილი ხდება პარტიის ბიუროს შემადგენლობის შესახებაც.

ბაკურ გულუა, დავით ჭრიკიშვილი, კობა შანავა, რევაზ ლემონჯავა და ნანი ქუჩულორია “ქართული ოცნების” ბიუროში იქნებიან. ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა კონფერენციას “ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბერდია კალანდია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კალანდია კომეტარს არ აკეთებს.

სხვა ახალი ამბები: