“ქართული ოცნება” ხვალ რიგგარეშე ყრილობას გამართავს

0

images (1)“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ხვალ რიგგარეშე ყრილობას გამართავს. ყრილობა თბილისის საკონცერტო დარბაზში 15:00 საათზე დაიწყება.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, ყრილობაზე წესდების ახალ რედაქციას მიიღებენ.

პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პარტიას თავმჯდომარე აღარ ეყოლება და მას პოლიტსაბჭო უხელმძღვანელებს. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარის პოსტს კი ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.

პოლიტსაბჭოს შემადგენლობა იზრდება და მას დელეგატები ხვალ, ყრილობაზე აირჩევენ.

დელეგატები 73 რაიონიდან ჩამოვლენ. ყრილობას მიწვეული სტუმრებიც დაესწრებიან.

სხვა ახალი ამბები: