“ქართული ოცნება” 19 საათის მონაცემებით ზუგდიდში 75 %-ით ისევ ლიდერობს

0

ocneba liderobsზუგდიდში ეგზიტპოლის ახალი შედეგები გახდა ცნობილი, რომელიც 19.00 საათისთვის შეჯამდა. 13.00 საათის შედეგების მსგავსად ეგზიტპოლის მიხედვით ზუგდიდის რაიონსა და ქალაქ ზუგდიდში მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ლიდერობს.

პოლიტიკურმა კოალიციამ “ქართული ოცნება” რაიონის მაშტაბით 71, 6 %-ით ლიდერობს, ხოლო ქალაქის საარჩევნო უბნებზე 75, 8 %-ით.

ეგზიტპოლის 19.00 შედეგების მიხედვით “ქართული ოცნების” გამგებლობის კატდიდატი ედიშერ თოლორაია 72, 34 %-ით ლიდერობს, ხოლო ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატი 74, 6 %-ით.

ეგზიტპოლი ზუგდიდის რაიონის სოფლებსა და ქალაქ ზუგდიდის საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა გამოკითხვის შედეგად ქვეყნდება. გამოიკითხა ყოველი მესამე საარჩევნო უბნის ამომრჩეველი. ამომრჩეველთა უმრავლესობამ კითხვაზე, თუ ვის მისცა ხმა პასუხი გასცა.

სხვა ახალი ამბები: