“ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს

0

qartuli ocneba zugdidis shtabi„ქართული ოცნების“ზუგდიდის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ქართული ოცნების“ზუგდიდის საარჩევნო შტაბისთვის ცნობილიხდება,რომ არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობა“გეგმავს ცალკეულ პროვოკაციებს,რათა არჩევნებში მოსალოდნელი დამარცხება,ამ პროვოკაციებით გადაფაროს. სრულიპასუხისმგებლობით ვაცხადებთ,„ქართული ოცნების“ზუგდიდის ორგანიზაცია დასაარჩევნო შტაბი დარწმუნებული ასაკუთარ გამარჯვებაში,რასაც ადასტურებს არაერთი გამოკითხვა-საზოგადოების განწყობა და შესაბამისად,ჩვენი მხრიდან არანაირი ძალადობა ან პროვოკაცია,არჩევნებისათვის ხელის შეშლა არ იგეგმება და შეუძლებელიცაა ეს ჩვენს ინტერესებში შედიოდეს.

ჩვენთვის ცნობილი გახდა,რომ „ნაციონალური მოძრაობის“ადგილობრივ ორგანიზაციას, მობილიზებული ჰყავს გარკვეული ჯგუფი, რომელიც ცალკეულ უბნებზე გეგმავს ძალადობას, არჩევნების გაყალბებას,უბნების დარბევას,მათ შორის ისეთ უბნებზე,სადაც შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი უმნიშვნელო უპირატესობას ფლობდეს.

ამით ჩვენი ოპონენტები შეეცდებიან წარმოაჩინონ,რომ მათ “ვითომ ძალადობრივი წინააღმდეგობის”გამო, ვერ შეძლეს არჩევნებში გამარჯვება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ: -საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირებლებს განსაკუთარებული ყურადღება დაუთმონ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში არჩევნების მიმდინარეობას; -მედიას,ობიექტურად გააშუქოს საარჩევნო პროცესი; -ჩვენს მომხრეებს არ წამოეგონ პროვოკაციებს და მშვიდად გამოხატონ თავინთი მოქალაქეობრივი პოზიცია;  -ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებს-არ მიიღონ მონაწილება უკანონო ქმედებებში და ხელი არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას; -საარჩევნო კომისიებს,საარჩევნ ოკოდექსის ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყონ ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალეობა;

საარჩევნო პერიოდში ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ცრუ განცხადებები კომისიის წევრებზე ზეწოლის შესახებ,როდესაც მათ არ ისურვეს მიეცათ ჩვენებები პროკურატურისთვის, ისევე როგორც სრული სიცრუე იყო მათ მიერ გახმოვანებული განცხადება ზუგდიდში ნიღბიანი ადამიანების გადაადგილების შესახებ. რაცშეეხება შემთხვევას “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან -ჩვენს მიერ ჩატარებული შიდამოკვლევით გაირკვა, რომ აღნიშნულ ინცინდენტში მონაწილე პერსონები საკუთარ პოზიციებს გამოხატავდნენ როგორც კერძო პირები- პაატა ქარდავას ოჯახის ახლობლები. ჩვენ ყველა ფაქტის გახმოვანებისა თუ ინცინდეტის დროს მოვითხოვეთ საქმის გამოძიება და გვეჯერა,რომ შესაბამისი სამსახურები მოახდენენ სამართლებლივ რეაგირებას.

ზუგდიდმა და ზუგდიდელებმა განვლილ პერიოდში საკმაოდ დიდი ტკივილი გადაიტანეს. ჩვენს თანამოქალაქეებზე ძალადობის გამო,მხოლოდ ერთ საქმეზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში შვიდი ადამიანი  მიეცა. რამდენიმე პერსონის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება.

ახლა ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გზაგასაყარის წინაშე-ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ შიში და ჩვენი მომავლის წინაშე პირნათლად მოვიხადოთ ვალი,თუ კვლავ ვიცხოვროთ ისეთ გარემოში,სადაც ადამიანი-მისი უფლებები სრულად იქნება ნიველირებული.

ჩვენ გვჯერა და დარწმუნებულნი ვართ საკუთარ გამარჯვებაში და შესაბამისად მოვუწოდებთ ყველა ზუგდიდელს აქტიური მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატებსა და პოლიტიკურ სუბიექტებს. სწორედ ასეთ შემთხვევაში ვერ შეძლებს ვერცერთი ძალა პროვოკაციების მოწყობას და თითოეული ხმა იქნება დაცული.

მოდით არჩევნებზე! ერთად ვიზრუნოთ ზუგდიდზე!

ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე!”-ნათქვამია “ქაღტული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებილ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: