“ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად ირაკლი კობახიძე ინიშნება

0

IMG_0111პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად, კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე ინიშნება. “ახალი აღმასრულებელი მდივნის დანიშნვის პრეროგატივა გენერალურ მდივანს ეკუთვნის, თუმცა პოლიტსაბჭო მას ერთხმად აირჩევს რადგან პროფესიონალია”-განაცხადა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ.

თავად პარტიის აღმასრულებელი მდივნის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მასთან პარტიაში კონსულტაციები აღნიშნულ საკითხზე მართლაც მიმდინარეობს.

“ჯერჯერობით ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში კონსულტაციები მქონდა ზოგადად სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, თანამდებობასთან დაკავშირებითაც. მე ზოგადად, პარტიის წევრი თავიდანვე ვიყავი, ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ვარ და აქედან გამომდინარე, პარტიასთან მუდმივად მქონდა კავშირი და აქტიური კონსულტაციებიც”, – განაცხადა კობახიძემ.

სხვა ახალი ამბები: