“ქართული ოცნების” განცხადება: “ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდში დესტაბილიზაციას გეგმავს

0

1338026837_201005305906“ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელიც მოსალოდნელ დესტაბილიზაციასა და პროვოკაციებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. მიმართვის ტექსტში, რომელიც “ქართული ოცნების” ზუგდიდის შთაბმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, საუბარია კონკრეტულ ფაქტებზე, მიზანმიმართულ და წინასწარ შექმნილ ჯგუფებზე, რომლითაც “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების დღეს პროვოკაციების მოწყობას ეცდება. “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებული განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“15 ივნისს თვითმმართველობის არჩევნების მსვლელობისას „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში დესტაბილიზაციას და პროვოკაციების მოწყობას გეგმავს. აღნიშნულის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურმა შტაბმა ზუგდიდში მოავლინა 100-კაციანი ჯგუფი.

ამ ადამიანებისთვის მიცემულია ინსტრუქცია, ვითომ ისინი არიან ჟურნალისტები და „თავისუალი ზონის“ ეგიდით აპირებენ ზუგდიდში არჩევნების „გაშუქებას“. რეალურად კი მათთვის მიცემულია დავალება მოაწყონ პროვოკაციები და ცალკეულ უბნებზე შექმნან ქაოსი და დესტაბილიზაცია. „ნაციონალური მოძრაობის“ აღნიშნული ქმედება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მიუხედავად არაერთი ცრუ და პროვოკაციული განცხადებისა, მათი რეიტინგი არის მინიმალული და ყველა გამოკითხვებისა და საზოგადოების განწყობის მიხედვით ზუგდიდში სწორედ „ქართულ ოცნება“ და მის კანდიდატები ფლობენ უპირატესობას.

იმის ნაცვლად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ათვითცნობიერებდეს წლების გამავლობაში ზუგდიდელების წინაშე ჩადენილ დანაშაულს და თუნდაც ადამიანების გაუპატიურების, მკლელობებისა და წამების გამო, რომელიც მათი პოლიტიკური რეჟიმის პერიოდში ხდებოდა – ბოდიშს უხდიდეს მოსახლეობას, კვლავ ცდილობს ძალადობას და ვითარების არევას. „ნაციოანალური მოძრაობის“ მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოსა და არჩევნების დისკრედიტაცია და საკუთარი მოსალოდნელი დამარცხებისთვის გამართლება.

მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადგილობრივ დამკვირებლებს განსაკუთარებული ყურადღება მიაქციონ ზუგდიდში „თავისუფალი ზონის“ ეგიდით მოქმედი პერსონების ქცევებს. დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ ამ ადამიანებისთვის მიცემულია ძალადობის, არჩევნების გაყალბების ხელშეწყობის, უბნების დარბევის, ერთმანეთში საჩვენებელი ქიშპისა და პროვოკაციების მოწყობის ინსტრუქციები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ: – საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირებლებს განსაკუთარებული ყურადღება დაუთმონ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში არჩევნების მიმდინარეობას; – მედიას, ობიექტურად გააშუქოს საარჩევნო პროცესი; – ჩვენს მომხრეებს არ წამოეგონ პროვოკაციებს და მშვიდად გამოხატონ თავინთი მოქალაქეობრივი პოზიცია; – ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებს – არ მიიღონ მონაწილება უკანონო ქმედებებში და ხელი არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას; – საარჩევნო კომისიებს, საარჩევნო კოდექსის ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყონ ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალეობა; – ყველა ზუგდიდელს გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი დაძაბულიბა და არჩევნების ცივილიზებულად ჩატარებისთვის ხელის შეშლა. დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაცია და საარჩევნო შტაბი დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში.

ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ ჩვენს ოპონენტებთან ერთად მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება ყველა შესაძლო დარღევასა და გადაცდომაზე, იმის მიუხედავად ვინ იდგება კონკრეტული ქმედების უკან. აქვე ვთავაზობთ ყველა პოლიტიკურ ოპონენტს მაქსიმალურ კომუნიკაციას. „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაცია და საარჩევნო შტაბი აპირებს არჩევნების მშვიდ ვითარებასა და კანონის ნორმების სრული დაცვით ჩატარებას და ჩვენი მხრიდან ადგილი არ ექნება არანაირ ძალადობას. შესაბამისად, ნებისმიერი სახის პროვოკაციაზე პასუხიმგებლობა დაეკისრება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის „დესანტს“.

მოვუწოდებთ ყველა ზუგდიდელს აქტიური მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატებსა და პოლიტიკურ სუბიექტებს. სწორედ ასეთ შემთხვევაში ვერ შეძლებს ვერც ერთი ძალა პროვოკაციების მოწყობას.

მოდით არჩევნებზე!

ერთად ვიზრუნოთ ზუგდიდზე!

ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე!,”-ნათქვამია “ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: