“ქართული ოცნების” ზუგდიდის წინასაარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

0

lasha gvasaliaკოლიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ აქტივისტების მიერ „ოცნების“ პლაკატების ჩამოხევის და მათი შეურაცხყოფის ფაქტებზე საუბრობენ. მმართველი პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა გვასალიამ აღნიშნა,რომ „თავისუფალი ზონის” წევრები “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენენ და მათი მხრიდან ხშირია მსგავსი ქმდებები, რაც არა მარტო ოცნების აქტივისტების, არამედ საზოგადოების ნაწილის გაღიზიანებასაც იწვევს.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ,რომ ეს ძალიან ცუდად დამთავრდება, ჩვენ ვერ ვახერხებთ სხვადასხვა ჯგუფების გაკონტროლებას.“-განაცხადა ლაშა გვასალიამ. მისივე თქმით, წუხელ საჯვაროს ტერიტორიაზე პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე, პოლიციამ ცოლ-ქმარი ლადო ალფენიძე და თეონა მაისურაძე დააკავა, ასევე ცენტრალურ და ზუგდიდის შემოსასვლელში მსგავსი ფაქტის გამო დაკავებულნი არიან: ტატო ლაგვილავა და ლევან თორია. მათ პლაკატები ჩამოხიეს და კედლებზე “ჰაკიმ ფაშა” მიაწერეს.

ოცნების შტაბის ბრალდებას „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა თეიმურაზ ბასილაიამ უპასუხა. მისი თქმით, „თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები პარტიის აქტივისტები არ არიან და მათ მმართველი პარტიის კანდიდატის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევასთან კავშირი არ აქვთ.

სხვა ახალი ამბები: