“ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს

0

10292221_1410519252565798_82881574272494361_n“ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ირაკლი გოგოხიამ წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო. მერობის კანდიდატი ქალაქ ზუგდიდის ამომრჩევლებს დილიდან ხვდებოდა.

10369158_1410523799232010_767548827422072946_n10297959_1410513749233015_8334403950326820904_n10376071_1410533265897730_5114767759677388713_nირაკლი გოგოხიამ ცაბაძის, თავისუფლებისა და სოხუმის ქუჩის მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და არჩევის შემთხვევაში შექმნილი პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

“ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ არჩევნების მოგების შემდეგ არსებული პრობლემების გადაწყვეტას სწორედ ამ უბნებიდან დავიწყებთ. ჩვენ ერთად გავხდით უფრო ლამაზს ჩვენს ქალაქს”-აცხადებს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხია.

ზუგდიდის მერობის კანდიდატს ირაკლი გოგოხიას ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას თან ახლდა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მერაბ ქვარაია და ნუგზარ სარია.

სხვა ახალი ამბები: