“ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციას ისევ ედიშერ თოლორაია უხელმძღვანელებს

0

11047929_654520941347763_3035373131917040944_o“ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია რჩება. ამის შესახებ ცნობილი დღეს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ჰგამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. საინფორმაციო სააგენტო smo.ge ედიშერ თოლორაიას დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა smo.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაცია.

“დიახ მე გიდასტურებთ, რომ ვრჩები “ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, რომელსაც პარტიის დაარსების დღიდან ვიკავებდი. მე მზად ვარ ვემსახურო ჩემს რაიონს როგორც გამგებელი და ასევე კოორდინაცია გავუწიო პარტიის რაიონულ ორგანიზაციას”-აცხადებს ედიშერ თოლორაია და აქვე აღნიშნავს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ პარტიული საკითხები განიხილებოდა.