“ქართული ოცნების” ზუგდიდის კოორდინატორებს სახელფასო დავალიანებები ჩაერიცხათ

0

91246bankomatiზუგდიდის რაიონში წინასაარცევნოდ დასაქმებულ “ქართული ოცნების” კოორდინატორებს საქართველოს სხვადასხვა ბანკებში არსებულ პირად ანგარიშებზე თანხები ჩაერიცხათ. ეს ის თანხებია, რომლის გაცემასაც კოორდინატორები არჩევნების შემდეგ ითხოვენ. საინფორმაციო სააგენტო smo.ge რამდენიმე კოორდინატორს დაუკავშირდა, რომლებმაც გავრცელებული ინფორმაცის დაადასტურეს.

“თანხები ჩაირიცხა ყველა პირად ანგარიშზე. მე პირადად ახლა ვარ ქუთაისში და ჯერ არ მიცდია თანხის გატანა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ის სახელფასო დავალიანებები, რომელიც “ქართულ ოცნებას” კოორდინატერებისთვის უნდა გაესტუმრებინა, რამდენიმე საათის წინ ყველა საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა. მე დავუკავშირდი ქვეკოორდინატორებს და ვაცნობე ამის შესახებ. დღეს და ხვალ ყველა კოორდინატორი და ქვეკოორდინატორი გარანტირებულად მიიღებს საკუთარ თანხებს.”-განაცხადა “ქართული ოცნების ზონის კოორდინატორმა მანანა გულორდავამ. მანანა გულორდავას საინფორმაციო სააგენტო smo.ge ერთი საათის წინ ტელეფონის საშუალებით ესაუბრა.

სხვა ახალი ამბები: