“ქართული ოცნების” კანდიდატები მედიკოსებს შეხვდნენ

0

ooocnebaaa„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის, გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ზუგდიდის სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე მედიკოსებს შეხვდნენ. მმართველი პარტიის კანდიდატებმა მედიკოსებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა, კინოთეატრ „ატრიუმის“ დარბაზში გააცნეს.

„შევხვდით სამედიცინო ინტელიგენციას, რომლითაც ყოველთვის ამაყობდა ზუგდიდი. ჩვენ მათი მხარაჭერის იმდი გვაქვს. გავაცანით ხედვები, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ და მთლიანად ხელისუფლების ხედვა. ზუგდიდში იგეგმება ორი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა და ის ექიმებიც დასაქმდებიან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო დასაქმებულები არ არიან“, – თქვა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ირაკლი გოგოხიამ.

ექიმები რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნავენ, რომ მედიცინის მუშაკებს ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ და ამასთან იმედს გამოთქვამენ, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. „ვიცნობ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას. მე როგორც ექიმს მჯერა, რომ ბევრი სამედიცინო საკითხები იქნება წინ წამოწეული“, – ამბობს ექიმი სლავა გვილია.

სხვა ახალი ამბები: