“ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი სამეგრელოში წინასაარჩევნო შეხვედრებს იწყებს

0

1174789_154597198079051_1846865715_n“ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დღეს სამეგრელოს რეგიონში წინასაარჩევნო შეხვედრებს იწყებს. პრეზიდენტობის კანდიდატი აბაშის რაიონის მოსახლეობას 15.00 საათზე შეხვდება, ხოლო მანამდე ის ქალაქ ფოთის ამომრჩევლებთან გამართავს წინასაარჩევნო შეხვედრებს. ქალაქ ფოთში გიორგი მარგველაშილი ერთ საათსი ჩავა.

ხვალ და ზეგ, 8 და 9 ოქტომბერს “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, წინასაარჩევნო შეხვედრებს გამართავს წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის რაიონებში. ზუგდიდის რაიონში გიორგი მარგველაშვილთან ერთად ადგილობრივებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც შეხვდება. მოსახლეობის შეხვედრა პრემიერთან და მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთან ზუგდიდში, 9 ოქტომბერს 16.00 საათზეა დაგეგმილი.

სხვა ახალი ამბები: