”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი სამეგრელოშია

0

margvelashili2დღეს ცოტნეობაა. ამ საეკლესიო-საერო დღესასწაულს მთელს სამეგრელოში აღნიშნავენ, განსაკუთრებით კი ხობსა და ზუგდიდში. ამ დღესთან დაკავშირებით ხობის რაიონს ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ეწვია და ხობის ისტორიულ მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვას დილიდან დაესწრო.

”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სიმბოლურად სამეგრელოდან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. გიორგი მარგველაშვილმა მთელ საქართველოს ხობიდან მიულოცა ცოტნეობის დღესასწაული.

”ხობიდან მთელ საქართველოს ვულოცავ ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს. თითოეულმა უნდა შევძლოთ და ჩვენი სამსახური უნდა გავწიოთ ქვეყნის მიმართ. მე ვფიქრობ რომ დღეს აი ამ სამსახურის განახლების და ამ სამსახურის გაძლიერების ზეიმია დღეს აქ, ხობში და მთელ საქართველოში”-განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა ”ქართული ოცნებიდან”.

გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში ხობში იმყოფება და ის ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებებს ესწრება. მოგვიანებით მას საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც შემოუერთდება და 17.00 საათზე სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში გაემგზავრებიან. ნოქალაქევში ქვეყნის პრემიერი სამეგრელოს მოსახლეობას პრეზიდენტობის კანდიდატს წარუდგენს. აქვე დასახელდება პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სამეგრელოს რეგიონში. სამეგრელოს მთავარ შტაბს ხვიჩა ჯიშკარიანი ჩაიბარებს.

 

სხვა ახალი ამბები: