”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი წინასაარჩევნოდ დაქორწინებას არ აპირებს

0

margvelaკოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე დაქორწინებას არ აპირებს. ამის შესახებ მარგველაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბარში განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატი უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, სვანები მარგველაშვილს ოჯახურ მდგომარეობას უწუნებენ.

“არ შეიძლება პიარისთვის შექმნა ოჯახი. ეს იქნება შეურაცხყოფა ჩემთვის და ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული გრძნობისა. მე ისეთ სტაბილურ ოჯახში გავიზარდე, ოჯახს პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ვერ შევქმნი. ჩემი, როგორც პიროვნების, მთავარი ღერძი სიყვარულზეა აგებული და არ შეიძლება სიყვარულს პიარდატვირთვა მისცე. ამ მიმართულებით რაც მოხდება, დამოკიდებული იქნება მხოლოდ ჩემს გრძნობაზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: