„ქართული ოცნების“ საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 55% აფასებს, „ნაცმოძრაობისას“ – 13%

0
nacebi-ocnebaNDI–ს მიერ გამოკითხულთა 55% კოალიცია “ქართული ოცნების” საქმიანობას დადებითად აფასებს, 5% – უარყოფითად.
ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომლის საველე სამუშაოები 13-27 მარტის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 3103 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
რაც შეეხება ყოფილ მმართვე; “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, მის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 13% აფასებს, ხოლო 41% – უარყოფითად.
კვლევის შედეგებში ცდომილება +/- 2,5%-ია.
ცნობისთვის, NDI-ს კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.

სხვა ახალი ამბები: