“ქართული ოცნების” სენაკის გამგებლობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

0

10380700_1414296025522685_858904566637567073_oკოალიცია „ქართული ოცნების“ სენაკის გამგებლობის კანდიდატი გოჩა დგებუაძე სენაკში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. გოჩა დგებუაძე ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატ ხვიჩა ჟიშკარიანთან ერთად ხვდება. “ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატი ადგილობრივებთან ერთად სამხედრო დასახლებაში მაცხოვრებელ დევნილებსაც შეხვდა. დგებუაძემ ადგილობრივებსა და დევნილ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო. საუბარი შეეხო ასევე დევნილების სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

“სამომავლო გეგმები ბევრი მაქვს. ინფრასტრუქტურული პროექრტები მინდა წლის ბოლომდე დავასრულო. დიდი სურვილი მაქვს, რომ სენაკში სასმელი წყლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი ააირის მომარაგების პრობლემა აღარ იყოს. ჩვენი ძალისხმევით ეტაპობრივად მოვაგვარებთ კანალიზაციისა და უგზოობის პრობლემასაც, ასევე, სხვა მნიშვნელობის ინფრასრტუქტურულ პროექტებს განვახორციელებთ”-აცხადებს სენაკის გამგებლობის კანდიდატი გოჩა დგებუაძე.

სხვა ახალი ამბები: