“ქართული ოცნების” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის აქტივის თავმჯდომარემ პარტია დატოვა

0

133245_360018277423694_1309326140_o“ქართული ოცება-დემოკრატიული საქართველოს” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის აქტივის თავმჯდომარემ გოჩა კალანდიამ პარტია დატოვა. ამის შესახებ მან დღეს დილიდან განცხადებსა გაავრცელა. გოჩა კალანდიას განცხადებით არსებობს სხვადასხვა მიზეზები, რის გამოც მან მიიღო გადაწყვეტილება პარტიის დატოვებაზე.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგა გულორდავა smo.ge-სთან აცხადებს, რომ მან არაფერი იცის გოჩა კალანდიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

“ვერაფერს ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით, რადგან გოჩა კალანდიას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენთვის ოფიციალური განცხადებით არ მოუმართავს”-აცხადებს გოგა გულორდავა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ განცხადების ტექსტს, რომელიც გოჩა კალანდიამ სოციალური ქსელების საშუალებით დილიდან გაავრცელა.

“2011 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისა და პოლიტიკური კოალიციის „ქართული ოცნება“ჩამოყალიბების შემდეგ, მეგობრებთან ერთად აქტიურად ჩავერთე წინასაარჩევნო ღონისძიებებში. მაშინ მჯეროდა და ღრმად მწამდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია შესძლებდნენ ძალადობის, ელეიტარული კორუფციის და პოლიტიკური დევნის აღკვეთას; დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების წასალეკად გლობალიზმის სახელით მოვარდნილი ღვარცოფის თუნდაც ნაწილობრივ შეჩერებას. ნაცვლად ამისა მივიღეთ შემდეგი: 1.მაგალითად, ჩემს რაიონში წალენჯიხაში სამოხელეო დანაშაულზე მსჯავრდებულ პირთა წამოტივტივება და პრივილეგირება, ქართული ოცნების წამყვან პოზიციბზე უინტელექტო და შესაბამისი ცოდნის სერიოზული დეფიციტის მქონე უმიზნო და უიდეო მედროვე–კონფორმისტების თავმოყრის წახალისება ; 2. წამყვანი რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობის თანამდებობებზე ე. შევარდნაძის დროინდელი კოტრაბანდისტების, წარსულში სხვადასხვა ტიპის კორუფციულ საქმიანობაში ჩაფლული არაკომპეტენტური ადამიანების, საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის –ატესტატის გამყალბებლების, სააკაშვილის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტის კონსტიტუციური უსაფთხოების დაცვის(კუდ–ი) აგენტ–პროვოკატორების პრივილეგირება და საკვანძო პარტიულ თუ ადგილობრივ მმართველობის თანამდებობებზე წამოყენება; 3.მპგ „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელობის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნბისთვის საკრებულოს წევრობის ოდიოზური, შესაბამის განათლებისა და უნარ–ჩვევების არმქონე კანდიდატთა შერჩევა. ადამინური რესურსების არასწორი მეთოდებით შერჩევა, სადაც გადამწყვეტ ფაქტორებს წარმოადგენენ ნაცნობ–მეგობრობა, ნათესაობა (ნეპოტიზმი) და აღებ–მიცემობა, პარტიული ბოსებისადმი უსტყვო, ხშირად მონობამდის მისული მორჩილება ერთი ცნობილი დევიზის შესაბამისად: მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას თუ პარტია მიბრძანებს ამას. მიუხედავად ამისა მაინც ვრჩებოდი მპგ „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და ვცდილობდი ჩემი ხმა მიმეწვდინა პარტიული ბოსებისადმი, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ იმედი გადამეწურა, როდესაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ნაჩქარევად და საჯარო დისკუსიის გარეშე „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ პაკეტი. რა თქმა უნდა არ ვარ არანაირი დისკრიმინაციის და ჩაგვრის მომხრე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ კანონის ის მუხლები, რომლებიც პრივილეგირებულ მდგომარეოაში ამყოფებენ განსხვავებული სექსუალური ორიენტიაციის წარმომადგენლებს ნაჩქარევი, კონტრპროდუქტიული და საფრთხის შემცველია საზოგადოებაში გაბატონებული მორალური წარმოდგენებისათვის. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გავდივარ მპგ „ქართული ოცნება–დემოკრატიუოლი საქართველოს“ რიგებიდან და წესდების შესაბამისად მივმართავ ამავე პარტიის ხელმძღვანელ ორგანოებს. ასევე მინდა დავამატო ის რომ რა მოტივი მქონდა და რაზე ვიბრძოდი ნაც–მოძრაობის წინააღმდეგ ეს იყო უკანონო მოსმენები ძალადობა კერძოდ წალენჯიხაში ერთი ადამიანის მმართველობა ზალ ხურწკაიას თარეში და მისი პოლიტ–აგენტურები რომლებიც მართავდნენ ამ რეჯიმს ასევე სამღვდელო პირების უკანონო მოსმენა მათი საუბრების თუ ქადაგებების ჩაწერა თუნდაც ტრაპეზის დროსაც”-წერს გოჩა კალანდია.

სხვა ახალი ამბები: